University Course “The Role of Civil Society”
საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE) ” ფარგლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.
საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსი დაინერგა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 6 სასწავლებელში (რამდენიმე უნივერსიტეტმი დამატებით აღნიშნული კურსის კურიკულუმი ასწავლის). კურსი გაიარა 120-მდე სტუდენტმა. სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR Initiative) ფარგლებში გაგრძელდება კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა.
სამოქალაქო ინიციატივის (STAR) პროექტის ფარგლებში, კურსდამთავრებული წარმატებული სტუდენტებისთვის კი გაიმართება ყოველწლიური სასწავლო ბანაკები.
2019-2020 წლებში, CSSIGE პროექტის ფარგლებში კურსი დაინერგა ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის და ქუთაისის 5 უმაღლეს სასწავლებელსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. Star-ის პროექტის ფარგლებში იგეგმება კურსის დანერგვა დამატებით 1 უნივერსიტეტში.