სასწავლო პროგრამა "სამოქალაქო ლიდერობა" წარმოადგენს დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციას და შედგება ოთხი მოდულისგან:
· სამოქალაქო ლიდერობა;
· ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;
· პროექტის მართვა;
· ფონდების მოძიება.
პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარ თემში ან რეგიონში დადებითი ცვლილების განხორციელება.
ამ ეტაპზე ჩატარდა შვიდი რაუნდი, პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოხატა და დარეგისტრირდა 1455 მონაწილე, შერჩეულ იქნა და დისტანციური მოდულები გაიარა 413 მონაწილემ, კურსი სრულად გაიარა და სერტიფიკატი გადაეცა 176 სამოქალაქო ლიდერს.
You must be logged in to post a comment.