2018 წლის 25 აპრილს, პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ პარტნიორი ორგანიზაციის – „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლებმა განახორციელეს შემაჯამებელი შეხვედრა #10 და # 28 საჯარო სკოლების ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული კომპეტენციის განვითარების კომპონენტის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება და პროექტის მეხუთე ფაზის განმავლობაში გახორციელებული მიღწევებიs გადახედვა. 2015 წლის ივნისიდან დაიწყო “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის” მეხუთე ფაზა და განაგრძობს BTC და SCP მილსადენების აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას. პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში.
ახალგაზრდული კომპეტენციის განვითარების კომპონენტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბება. რუსთავის #10 და #28 საჯარო სკოლებში პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი ახალგაზრდული კლუბი. სამი წლის განმავლობაში, 170-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა კომპეტენციის განვითარების ტრენინგებში და გაიარა სემინარები შემდეგ საკითხებზე: პროექტის მენეჯმენტი, მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივობა, სამუშაოს ძიება და დასაქმება, ეფექტური პრეზენტაცია და დებატები, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა, პერსონალური და გარემოს უსაფრთხოება, კონფლიქტების მართვა და ბულინგი, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სხვა.
“ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო, მე ავითვისე ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიან. ყველაზე ძალიან მომეწონა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ტრენინგები და ამის შემდეგ დავიწყე მსოფლიო გარემოს სხვა კუთხით აღქმა. სუპერმარკეტებში აღარ ვიყენებ პლასტმასის ჩანთებს და ვცდილობ ხელი შევუწყო მსოფლიო ეკოლოგიის სტაბილურობას„ – განაცხადა #28 საჯაროს სკოლის მოსწავლემ, დავით სკლიაოვმა.
პროექტის წერისა და მართვის სესიების დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე და პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული კლუბების წევრებმა შეიმუშავეს და განახორცხიელეს მიკრო პროექტები. პროექტ CDI -ის მეხუთე ფაზაში ახალგაზრდულმა კლუბებმა ჩამოაყალიბებს და განახორციელეს ექვსი მიკრო პროექტის და აღჭურვეს სკოლები საჭირო ინვენტარით.
63 მოსწავლე შეირჩა სამ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. ბავშვები შეირჩნენ ახალგაზრდული კლუბების საქმიანობაში ჩართულობის დონის მიხედვით. საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, საზაფხულო ბანაკები გამოირჩეოდა გასართობი ღონისძიებებით და გამახვილებული იყო ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე. „საზაფხულო ბანაკი გამოირჩეოდა ენერგიული აქტივობებითა და კომინიკაციური თამაშებით. ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთს და ზრუნავდით სხვების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე. მე შევიძინე ბევრი მეგობარი და მივიღე კარგი გამოცდილება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამყვება.” – თქვა საზაფხულო ბანაკის მონაწილემ, ანა გრიგოლიშვილმა.
You must be logged in to post a comment.