დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC-ის მხარდაჭერით, 2018 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრა-დიალოგი გაიმართა, ეროვნულ დონეზე მომუშავე, მსხვილ სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამცხე-ჯავახეთიდან, ფორუმში 15 ორგანიზაცია მონაწილეობდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა:
- სამცხე – ჯავახეთის რეგიონის განვითარების პროცესებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და გავლენის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა
- ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
You must be logged in to post a comment.