СTC ის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიში „მონაწილოების სტიმულირება თვითმმართველობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში“.
საქართველოში, რეგიონული განვითარების სფეროში სახელმწიფო პროგრამებს, დომინანტური ადგილი უჭირავთ მუნიციპალურ პროგრამებთან შედარებით. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტებში სწორედ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხორციელდება. როგორც წესი, პროგრამის შინაარსს, პროექტების შერჩევის, დაფინანსების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცედურებს ცენტრალური ხელისუფლება ადგენს. მუნიციპალიტეტისთვის პროგრამაში მონაწილეობის პირობა ამ პროცედურების დაცვაა. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბერკეტს მუნიციპალიტეტებში პროექტების მართვის სფეროში დადებითი პრაქტიკის დანერგვისთვის. ამის ნაწილია მოქალაქეთა ჩართულობა, რაც პირდაპირ კავშირშია პროექტის ხარისხთან, რესურსების ეფექტურ გამოყენებასთან, კორუფციის რისკების შემცირებასთან და ა.შ. კვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნულ პროგრამებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების (LAP, OECD) გამოყენებით და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება. შესწავლილი იქნა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, სამთავრობო სტრატეგიები და პროგრამები, აგრეთვე, რეგიონული განვითარების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების სამი ძირითადი ინსტრუმენტი:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა;
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
You must be logged in to post a comment.