
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნულ შეფასებას, რომელმაც საკამოდ დაბალი შედეგები აჩვენა. 100%-იანი შეფასების სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი მხოლოდ 21%-ია, მერია/გამგეობების – 19%, ხოლო საკრებულოების – 24%. ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სფეროში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
You must be logged in to post a comment.