სამოქალაქო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების აქტორების საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება CTC-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ მიმართულებით ჩვენი მიზნობრივი ჯგუფები არიან:
საზოგადოებრივი ორგანიზაციები - სწორედ ისინი ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ხელს უწყობენ გარემოსდაცვით, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, სამართლიანობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისათვის სოციალური მომსახურების მოდელების შექმნას და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
სათემო ორგანიზაციები - მიუხედავად იმისა, რომ სათემო ორგანიზაციები ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იგივე საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან, ჩვენ ამ მიზნობრივ ჯგუფს ცალკე გამოვყოფთ, მუნიციპალურ, სათემო და სასოფლო დონეზე განვითარების პროცესებში მათი განსაკუთრებული როლის გამო. ვფიქრობთ რომ, ადგილობრივი დემოკრატია უფრო ადვილად განხორციელებადია ძლიერი ადგილობრივი, სათემო ორგანიზაციების არსებობის პირობებში. ასოციაციები თუ კოალიციები - ქსელური მუშაობის, თანამშრომლობის, საქმის ერთად კეთების და საერთო საქმის მნიშვნელობის გააზრება, გაერთიანება მნიშვნელოვანია საზოგადოების და შესაბამისად ქვეყნის განვითარებისათვის. კოალიციური მუშაობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რადგან ქსელური მუშაობით იზრდება ამა თუ იმ საკითხის მოგვარების ალბათობა. მაგალითად, ცენტრის მხარდაჭერით უკვე დაფუძნდა საქართველოს ზრუნვის პლატფორმა და ასევე ცენტრი არის კოალიციის „განათლება ყველასათვის“ სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ქსელების სამომავლო განვითარება ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება.აქტიური მოქალაქეები/სამოქალაქო აქტივისტები - სწორედ ერთი ადამიანის კერძო ინიციატივით იწყება ხშირად დიდი და სასიკეთო საზოგადოებრივი ცვლილებები; არაფორმალური ინტერესეთა ჯგუფები - საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ სფეროში გაუმჯობესებისათვის, განვითარებისათვის იბრძვის.
საქმიანობის ფორმები და სერვისები
- საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღია რესურსების ბაზის წარმოება;
- სამოქალაქო აქტივისტებისათვის თემის მობილიზაციისა და ინტერესების დაცვის კამპანიების ორგანიზების სწავლება;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის მართვის, პროექტების დაგეგმვის, ლიდერობისა და ფონდების მოძიების შესახებ სასწავლო პროგრამების შეთავაზება;
- საგრანტო ფონდების მოზიდვა და გაცემა თემატურ პროექტებზე თუ ორგანიზაციული განვითარების მიზნებისათვის;
- თემატური გამოცემების მომზადება და კვლევების წარმოება ცოდნის შექმნის მიზნით. პრიორიტეტული თემები: საზოგადოებრივი ორგანიზციების დაფინანსების პრაქტიკები და ფონდების მოძიების მოდელები; მეწარმეობა და ინოვაციები სოციალურ და საზოგადოებრივ სფეროში; ანგარიშვალდებული სტრუქტურები