პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალური სამსახურების კონსულტანტების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. პროექტი ითვალისწინებს კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსის შემუშავებას და მის პილოტირებას სამ რეგიონში:. სამცხე – ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი. ჯამში გადამზადეება 90 მდე პირი, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს დაინტერესებული პროფესიული მასწავლებლები.
კურსი ფოკუსირებული იქნება ექსტენციის მუშაკის საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე. პილოტირების შემდეგ კურსი გადაეცემა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდგომი დანერგვის მიზნით.