მეწარმეობის სწავლების პოტენციალი სკოლებში (PEERS)-არის სკოლა-ლაბის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ვიშეგრადის ქვეყნებში მეწარმეობის სწავლებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებებისა და პრაქტიკების გაზიარებასა და ჩვენს ქვეყანაში დანერგვას. გრძელვადიან პერსპექტივაში ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებში მეწარმეობის სწავლების მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის სამეწარმეო უნარების მქონე ადამიანური კაპიტალის რაოდენობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური და მონაწილეობითი მიდგომით მეწარმეობის სწავლების შესახებ ძირითადი რესურსების შემუშავება, მასწავლებლებისა და განათლების სპეციალისტების კომპეტენციების ამაღლების კუთხით აქტიური მუშაობა, პოლიტიკის დონეზე რეკომენდაციების შემუშავება და ასევე, აქტიური ადვოკატირების კამპანიის წარმოება.