პროექტის მოკლე აღწერა: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი“ 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციასთან - „მედია ცენტრი კახეთი“ ერთად.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში. მათ შორის შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის.
პროექტის ფარგლებში განახლდება მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც საჯაროდ გამოქვეყნდება ინსტურმენტის მეთოდოლოგია, სტრუქტურა და ინდიკატორები.
ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ჩატარდება არაერთი ტრენინგი, სამუშაო შეხვედრა და ვორქშოფი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმონ და განახორციელონ ადვოკატირების საქმიანობები მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.