სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP) საქართველოში არის USAID – ის მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
CSEP- ის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, დაეხმაროს სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების გაძლიერებაში და ინიციატივების განხორციელებაში. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა. მისი ძირითადი პასუხისმგებლობაა ე. წ. სოციალური ლაბორატორიების ორგანიზება და სამოქალაქო აქტორების მხარდაჭერა, რომ მათ დანერგონ თანამონაწილეობითი დაგეგმვისა და თანაშექმნის მიდგომები.