სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს (ACCESS) აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა). ACCESS -ის ზოგადი მიზანია (I) მოქალაქეების ნდობისა და ჩართულობის გაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში და (II) არასამთავრობო ორგანიზაციების სტაბილური განვითარების ხელშეწყობა.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი პროექტის ფარგლებში ახორციელებს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებაზე მიმართულ სხვადასხვა ინიციატივებსა და სერვისებს. პროექტის ფარგლებში ასევე დაინერგება არასამეწარმეო მართვის საკითხებზე საკლასო და ელექტრონული სასერტიფიკაციო კურსები და შემუშავდება შესაბამისი რესურსები.