პროექტი მიმართულია, ერთი მხრივ, სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდასა და, მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობაზე.
სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის მიმართულებით პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამის „Community Action Training“ შემუშავებას და დანერგვას ქართველი და რეგიონის სხვა ქვეყნების ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო ლიდერებისთვის.
მეორე მიმართულებით პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური სერვისების თვითშეფასებისა და შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებას და პილოტირებას 15 – მდე მუნიციპალიტეტში მისი შემდგომი განვითარებისა და ფართო გამოყენებისთვის.