პროექტის მიზანია ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში.
ამ მიზნით პროექტი ხელს შეუწყობს კვლევების განხორციელებას და მათი შედეგების ადვოკატირებასა და წარმოჩენას მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის ფორმირებისათვის. პრიორიტეტული სფეროებია ხანგრძლივი მოვლა (მათ შორის შინ მოვლა), ფსიქიკური ჯანმრთელობა და წამალდამოკიდებულება.
პროექტის ითვალისწინებს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- კვლევითი გრანტების პროგრამა. კონკურსში დაიშვებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების/კვლევითი ცენტრების კონსორციუმები. ცალკეულ პროექტზე გაიცემა არაუმეტეს 20 000 ევრო. ღია კონკურსები ჩატარდება 2019 და 2020 წლებში.
- ადვოკატირების კამპანიების მცირე გრანტების პროგრამა. კონკურსში დაიშვებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები. წარმოდგენილი პროექტები უნდა ეფუძნებოდეს კვლევითი პროექტების მიგნებებს და მიზნად ისახავდეს შესაბამისი ცვლილებების, პოლიტიკების გავრცელებას და ადვოკატირებას. ცალკეულ პროექტზე გაიცემა არაუმეტეს 15 000 ევრო. ღია კონკურსები ჩატარდება 2020 წელს.
- საქართველოს ზრუნვის პლატფორმის პოლიტიკის დიალოგის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერა.
- საქართველოს ზრუნვის პლატფორმასთან თანამშრომლობით ზრუნვის სერვისების შეფასების მომდევნო ანგარიშის მომზადება (პირველი შეფასება განხორციელდა 2018 წელს)
- პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია თანამშრომლობა მედია საშუალებებთან.