„ალექს ვიდეო“ არის წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოზნიში პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში დაარსებული მცირე ბიზნესის სახელი. კერძო ბიზნესის შექმნამდე ალექსეი ანესიანი ხუთ წელზე მეტხანს მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად და იღებდა ქორწილებსა და სხვა სადღესასწაულო ცერემონიებს.
2015 წელს მან მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა გრანტი პროექტს „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გამოცხადებულ მცირე მეწარმეთა საგრანტო კონკურსი, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. მიღებული გრანტით მან შეიძინა ვიდეო კამერა და დაიწყო ქორწილების, დაბადების დღეების და სხვა სადღესასწაულო ცერემონიალების გადაღება. დაიწყო შემოსავლების დაზოგვა და ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრი. მოახერხა და შეიძინა დამატებითი აპარატურა: ჭიქებსა და მაისურებზე დასაბეჭდი პრინტერი, ფოტო აპარატი, ვიდეო გადამღები ამწე და ასევე დრონი, რათა მისი ბიზნესი უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო და უკეთესი ხარისხის მომსახურება მიეწოდებინა მომხმარებლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ რთული გახდა ერთდროულად ვიდეო და ფოტო მომსახურების გაწევე , მან დაიწყო თავისი ორი თანასოფლელის დასაქმება. ხანდახან ისინი იყოფიან და ერთდროულად მუშაობენ სხვა და სხვა შეკვეთებზე.
ამჟამად ალექსეი მუშაობს ვიდეო და ფოტო ოპერატორად, ქმნის ფოტო ალბომებს, ბეჭდავს ჭიქებსა და მაისურებზე, ბეჭდავს დისკების ჩასადებზე, აქირავებს ვიდეო და ფოტო აპარატურას.იგი იღებს შეკვეთებს როგორც წალკის მუნიციპალიტეტის სახვა და სხვა სოფლებიდან ასევე სხვა მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც.
ალექსეი ასევე მუშაობს ოზნის საჯარო სკოლაში ადმინისტრატორის ასისტენტად, ატარებს გაკვეთილებს კომპიუტერულ მეცნიერებასა და ფიზკულტურაში. იგი ასევე ასწავლის მე-11 და მე-12 კლასელებს არჩევით საგანს – „ სამოქალაქო ეკონომიკას“.
ალექსეი ამბობს: „ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ დამეხმარა, როგორც ჩემი ბიზნესის დაწყებაში ასევე პროექტის წერის უნარების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში გავიარე ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი, რომელიც დამეხმარა პროექტის წერასა და ბიზნესის მართვაში. მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც შევიძინე ბიზნესის მართვისას მეხმარება „სამოქალაქო ეკონომიკის“ გაკვეთილების უფრო საინტერესოდ წარმართვასა და დივერსიფიკაციაში. მე ასევე ვცდილობ სარგებელი მოვუტანო ჩემს თანასოფლელებს და უსასყიდლოდ ვიღებ მოსწავლეთა დამამთავრებელ ცერემონიალებს და სოფლის სხვა და სხვა აქტივობებს. იმ მიზნით, რომ უფრო გავაფართოვო და ინოვაციური გავხადო ჩემი ბიზნესი ვახდენ შემოსავლების რეინვესტირებას თანამედროვე აპარატურებში.
You must be logged in to post a comment.