2013 წლის ივნისიდან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონის კიდევ 12 სოფელში დაიწყო, .
პროექტი „CDI SCPX” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში.
აღნიშნულ სოფლებში, CDI SCPX ახორციელებს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებსდა მიზნად ისახავს BP-სა და სამიზნე სოფლებს შორის ჰარმონიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას,თემისა და სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების ამაღლებისა და თემში ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის გზით.
პროექტის ფარგლებში, სათემო კავშირის წევრებს ჩაუტარდათ ორგანიზაციული განვითარების ტრენინგი, რომელიც მათ დაეხმარა პროექტისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროექტის სწორი დაგეგმარებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში. სათემო კავშირმა მოახერხა არსებული რესურსების უკეთესი მობილიზაცია, რაც პროექტის განხორციელების პროცესზე და შედეგებზე პოზიტიურად აისახა.
სოფელ გამარჯვებაში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, უკვე არსებულ სათემო კავშირ „გამარჯვებასთან“ დაადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარებული აქტიური შეხვედრების შედეგად, სოფლის მცხოვრებთათვის პრიორიტეტულ პროექტად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გარშემო საზოგადოებრივი სკვერის მოწყობაიქნა შერჩეული.
პროგრამის თანხით სათემო კავშირმა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სამშენებლო მასალები შეიძინა, ხოლო თანადაფინანსებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის პრინციპის გათვალისწინებით, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი კონტრიბუციის სახით სრულიად უსასყიდლოდ შეასრულა სკვერის კეთილმოწყობისთვის საჭირო და აუცილებელი სამუშაოები, როგორიცაასავალი ბილიკების მოპირკეთება, სკამების მონტაჟი, ხეების დარგვა და დეკორატიული ბალახის დათესვა.
2014 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ცენტრში – აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მის გარშემო სრულიად ახალი, სკვერი გაიხსნა.
სკვერისა და მემორიალის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის რწმუნებული- გელა ნიორაძე და სათემო კავშირის „გამარჯვება“ – თავმჯდომარე – ხვიჩა ფერაძე, სადაც ორივე მათგანი გამოვიდა სიტყვით და ისაუბრეს მემორიალისა და სკვერის მოწყობის მნიშვნელობაზე.
აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დღეიდან სოფლის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა რეკრეაციული და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი მიზნით, ისარგებლონ სკვერის ტერიტორიით.
You must be logged in to post a comment.