“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4” ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.
პროექტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებსა და იგპ-თა დასახლებებს შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის და კეთილდღეობის ამაღლების მეშვეობით მცირე და საშუალო და აგრობიზნესის განვითარების გზით.
პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, რომელიც აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემების და იგპ-თა დასახლებების მცხოვრებლებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და მოტივაცია საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, გარდა:
- 18 წლამდე ასაკის პირებისა;
- პირების, რომლებიც არ ცხოვრობენ ან/და არ არიან რეგისტრირებული მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის სამიზნე სოფლებში და იგპ-თა დასახლებებში;
- სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის, სპეციალისტებისდა მათი ოჯახის წევრებისა;
- მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის წინა ფაზის ბენეფიციარებისა, რომელთა დაფინანსების დღიდან გასულია 5 წელიწადზე ნაკლები დრო;
- იურიდიულ პირების, ამხანაგობების და გაერთიანებებისა.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 თებერვალი. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ ან შეავსეთ ონლაინ-განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/soALHtm4N8k9LuRp7.