კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) პროექტის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებები“-ს ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტი: „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში – არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებები“
პროექტის განმახორციელებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი
პარტნიორი ორგანიზაცია:
-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა“
-ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე (24.06.2019 – 24.01.2020)
პრობლემა: ქვეყანაში ხანდაზმული მოსახლოების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ხანდაზმულ ასაკში განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
2013 წელს საქრთველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. თუმცა, აღნიშნული პროგრამების ეფექტიანობის შემსწავლელი კვლევა არ მოიძებნა სამეცნიერო ლიტერატურაში. მნიშნელოვან საქმიანობად განსაზღვრული იყო შინ მოვლის პროგრამის შემუშავება. 2015 წელს ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულები ძირითადად სარგებლობენ არასმათავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მომსახურებებით;
ქვეყანაში შემუშავებულია დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშზე დაყდნობით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული მიზნებისა და აქტივობების უმრავლესობის განხორციელება ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით – ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული სადღეღამისო დაწესებულებების და დღის ცენტრების არასაკმარისი რაოდენობა.
დაბერების სამოქმედო გეგმა ხანდაზმულთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს აკისრებს ადგილობრივ მთავრობებს. თუმცა, სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხევით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები და მომსახურებები.
ხანდაზმულთა საჭიროებების შესწავლის მნიშვნელობა ხაზგასმულია სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში. სამეცნიერო ლიტერატურაში არ იძებნება საქართველოში ჩატარებული კვლევა, რომელიც სწავლობს ხანდაზმულთა საჭიროებებს;
ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ხანდაზმულებისთვის არსებული სერვისების ერთიანი მონაცემთა ბაზის არაარსებობა –მომსახურებების შესახებ ამომწურავად ინფორმირებულნი არ არიან ხანდაზმულებთან მომუშავე სოციალური და ჯანდაცვის სისტემის წარმოამდგენლები, რაც აფერხებს მათ სრულფასოვან მომსახურებას.
პროექტის მიზანი: მოცემული კვლევის მიზანია გაანალიზოს საქართველოში ხანდაზმულ მოსახლეობაზე ზრუნვის სისტემაში არსებული ძირითადი გამოწვევები და ამ მიმართულებით ხანდაზმულთა ძირითადი საჭიროებები.
კვლევის შედეგი:
- ქვეყნის მასშტაბით ხანდაზმულთა ზრუნვაზე ორიენტირებული სერვისების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა – ე.წ მეფინგი.
- ჯანმრთელობასა და სოციალურ ზრუნვასთან დაკავშირებით ხანდაზმულთა ძირითადი საჭიროებების გაანალიზება ქვეყნის მასშტაბით
კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს ვისაუბროთ, თუ რამდენად განსხვავებულია ხანდაზმულთა სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებები დედაქალაქსა და რეგიონებში. ადგილობრივ მთავრობებს ექნებათ საჭირო ინფორმაცია ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განვითარებისთვის.
მეთოდოლოგია:
მომსახურებათა მეფინგი – კვლევის ფარგლებში ერთიან მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი იქნება ხანდზმულთა ჯანმრთელობასა და სოციალურ ზრუნვასთან დაკშირებით არსებული სერვისები. კვლევა დაეყრდნობა როგორც მეორადი მონაცემის ანალიზს, ასევე სერვისის მიმწოდებლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს (სატელეფონო და პირისპირს).
საჭიროებათა კვლევა – ინდივიდუალურად გაანალიზებული იქნება შემდეგი ჯგუფების ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საჭიროებები: (1) მხედველობის სირთულეების მქონე ხანდზმულები (2) სმენის სირთულეების მქონე ხანდაზმულები (3) გადაადგილების სირთულეების მქონე ხანაზმულები და (4) მეხსიერებისა & კონცენტრაციის სირთულეების მქონე ანდაზმულები. მონაცემები გაანალიზებული იქნება ეკონომიკურ, გენდერულ და გეოგრაფიულ ჭრილში.
You must be logged in to post a comment.