ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება”.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელი ან წარმომადგენლები 2023 წლის 27 ნოემბრამდე წარმატებით გაივლიან თვითმართულ დისტანციურ სასწავლო კურსს „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება“ და მიიღებენ სერტიფიკატს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://forms.gle/FAzUvPKejBsfBTyn9 , კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი, 2023.

 

.