ცხადდება მიღება სამუშაო შეხვედრაზე: “სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის”
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის აცხადებს მიღებას 3 დღიან ვორქშოფზე: “სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“. ვორქშოფი ტარდება პოლონური ორგანიზაცია „Shipyard”-თან თანამშრომლობით მათი გამოცდილი კონსულტანტების მიერ. ორგანიზაცია “Shipyard” 13 წელზე მეტია მუშაობს პოლონეთში სოციალური ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული მოიცავს სოციალური პრობლემების ეფექტური გადაჭრის სტრატეგიების/მოდელების იდენტიფიცირებას და განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკების გაძლიერებას, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ორგანიზაციების სოციალური პოლიტიკის დანერგვის მხარდაჭერას.
ვორქშოფზე დამსწრე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ ცოდნა გაიღრმავონ სოციალური ინოვაციების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აქცენტი გაკეთდება სოციალური ინოვაციების როლზე სამოქალაქო ჩართულობაში.
კერძოდ, ვორქშოფის განმავლობაში დაიფარება ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- სოციალური ინოვაციის არსი, კონცეფცია და მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში;
- სოციალური ინოვაციების განხორციელების ციკლი და მასშტაბირება;
- ორგანიზაციის შიგნით სოციალური ინოვაციების აღმოჩენა, მხარდაჭერის მექანიზმები და დაფინანსების შესაძლებლობები;
- სოციალური ინოვაციების გავლენის შეფასების პრაქტიკული ინსტრუმენტები;
- სოციალური ინოვაციები და სამოქალაქო ჩართულობა (პრაქტიკული მაგალითები).
მონაწილეობის შესახებ განაცხადის შევსება შეუძლიათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვორქშოფის სამუშაო ენაა ინგლისური და თარგმანი არ არის უზრუნველყოფილი.
ვორქშოფის ჩატარების თარიღია: 1,2 და 3 ნოემბერი (2023)
ვორქშოფის ჩატარების ადგილი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტის ოფისი (ოთარ ჩხეიძის #5)
დაინტერესებულმა პირებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე >>.
ვორქშოფი ტარდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.