თბილისთან ახლოს, სოფელ კრწანისში, ამჟამად სამწუხაროდ გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე ნამდვილ წალკოტში მოხვდებით თუ ლიკა აბაკელიას ეზოს ეწვევით! ლიკა თავის მეუღლესთან ერთად წლებია ეწევა მეყვავილეობას. წინა წლებში ისინი სხვადასხვა კომპანიების კუთვნილ სათბურებში მუშაობდნენ, ბოლო ორი წელია კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს.
პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში, ლიკამ მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში, ბიზნესის გაფართოების მიზნით და მოიპოვა დაფინანსება.
ამჟამად მეწარმეებს 50-მდე ჯიშის და მრავალი სახეობის ქოთნის ყვავილები გამოყავს. გარდა ამისა აქვთ ასევე უამრავი სახის მრავალწლიანი მცენარეები როგორც ოთახისთვის, ასევე ღია გრუნტისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეებმა გამოიჩინეს საოცარი მოქნილობა და სწრაფად უპასუხეს მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ პრობლემებს. ყვავილებზე შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურების ჩითილების გამოყვანა დაიწყეს და მაისის მეორე ნახევარში უკვე ექნებათ სარეალიზაციო პროდუქტი. გარდა ამისა დანერგეს მიტანის სერვისი, რითიც უამრავი მომხმარებლის მადლიერება დაიმსახურეს!
You must be logged in to post a comment.