კვლევითი პროექტი: „ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარგარეშე სერვისების ეფექტურობის კვლევა“
კვლევის მიზანია სათემო ამბულატორიული მომსახურების (საფს) და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების ეფექტურობის შეფასება და მიღებული შედეგების საფუძველზე სერვისების განვითარების სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა.
კვლევა ჩატარებულია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ კვლევითი გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.
იხილეთ კვლევა >>
You must be logged in to post a comment.