სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის #STARInitiative პროექტის ფარგლებში, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით დღეს უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები გაეცნენ ტრანსფორმაციული სცენარის დაგეგმვის (Transformative Scenario Planning (TSP)) მეთოდოლოგიურ ჩარჩოს და სამოქმედო გეგმას. შეირჩა სცენარების დაგეგმვის საკვანძო ფაქტორები.
პროექტის ეს კომპონენტი გულისხმობს ტრანსფორმაციული სცენარის დაგეგმვის (Transformative Scenario Planning (TSP)) მეთოდის გამოყენებას და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ჩართულობით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესაძლო სცენარების (ხედვების) შემუშავებას.