მიხეილ ხიდეშელი სოფელ გამარჯვებაში კალმახა სოკოს მსხვილ მწარმოებლად ითვლება, თუმცა ამ სტატუსის მოპოვებას მან ბევრი შრომა მიუძღვნა, რათა კარგად შეესწავლა საქმე. მოიძია რა მისი წამოწყებისთვის საკმარისი ენერგია, მან მონაწილეობა მიიღო პროექტის, “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში, საგრანტო კონკურსში და გაიმარჯვა. მან შეძლო შენობის ნაწილის შეკეთება და ენერგოეფექტური მასალებით შეფუთვა, შეიძინა საჭირო მოწყობილობები, რითიც შექმნა სოკოს წარმოებისთვის აუცილებელი მიკროკლიმატი.
ამ მიზნის მისაღწევად მეწარმემ ბევრი წარუმატებელი მცდელობა და ზარალი განიცადა, პროექტის მხრიდან დახმარების მიღებამდე. თავიდან მხოლოდ კულტივირებული ბრეკეტები დააწყო საწარმოო ფართში, მაგრამ ვერ შეძლო სოკოსათვის აუცილებელი მიკროკლიმატის შექმნა, ამორტიზებული შენობა საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებდა. მეორე მცდელობაზე სითბოს დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ ძლივს შეძლო ნულოვან მოგებაზე გასვლა. მესამედ მიმწოდებელმა ინფიცირებული ბრეკეტები მიჰყიდა და სოკო საერთოდ არ ამოვიდა.
თუმცა, პროექტის დახმარებით, მიხეილის შრომისმოყვარეობითა და ძალისხმევით ბიზნესმა ფეხი მოიკიდა და გასულ წელს, მიხეილის პერსპექტიულმა ბიზნესმა კიდევ მიიღო დაფინანსება, რაც ითვალისწინებდა მიცელიუმის წარმოებას და ხელს შეუწყობდა ბიზნესის ვერტიკალურ ინტეგრაციას. ახლა ის უკვე აღარ არის დამოკიდებული არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის შეცდომებზე. მეწარმემ მთლიანად აითვისა 500 კვადრატულ მეტრამდე საწარმოო ფართი და წელიწადში 6 თვის განმავლობაში ახერხებს როგორც სოკოს, ასევე სოკოს ბრეკეტების რეალიზაციას.
COVID-19 პანდემიით შექმნილ სიტუაციაში, მიხეილისთვის დიდ გამოწვევად იქცა მომხმარებელთან შეხვედრის აუცილებლობა, როდესაც დროებით ჩაიკეტა თბილისში შესვლა/გამოსვლის გზები. ხშირად, იმისათვის რათა პროდუქტი მომხმარებლის თეფშზე მოხვდეს, 3 და 4 გადამყიდველს გაივლის, ეს კი თავის მხრივ ფასის ესკალაციას იწვევს. აღნიშნულმა ვითარებამ მეწარმეს გადააწყვეტინა ახალი მომხმარებლების მოძიება, რაც გაამყარებს მის ბიზნესს და შეინარჩუნებს პროდუქტის სარეალიზაციო ფასს.
You must be logged in to post a comment.