საუნივერსიტეტო კურსი
“სამოქალაქო საზოგადოების როლი”
საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE) ” ფარგლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.
საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსი დაინერგა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 6 სასწავლებელში (რამდენიმე უნივერსიტეტი დამატებით აღნიშნული კურსის კურიკულუმით ასწავლის). 2018-2020 წლებში კურსი გაიარა 120-მდე სტუდენტმა. სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR Initiative) ფარგლებში გაგრძელდება კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა.
სამოქალაქო ინიციატივის (STAR) პროექტის ფარგლებში, კურსდამთავრებული წარმატებული სტუდენტებისთვის კი გაიმართება ყოველწლიური სასწავლო ბანაკები.
2018-2020 წლებში, CSSIGE პროექტის ფარგლებში კურსი დაინერგა ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის და ქუთაისის 5 უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. Star-ის პროექტის ფარგლებში აღნიშნული კურსი დანერგება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
“ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო” წარმოადგენს აკადემიური სტატიების/დებატების ვრცელ კრებულს.
აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
You must be logged in to post a comment.