სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამა (CAT) – განხორცილეებული ინიციატივები
პლატფორმა სალამი
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პლატფორმა სალამმა განახორციელა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების (მცხოვრები ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში) გაძლიერებას და მათ დაინტერესებას ჩაერთონ პლატფორმის აქტიობებში. პროექტის ფარგლებში სალამმა ჩაატარა 3 დღიანი ტრენინგი „შენი აქტივობა მნიშვნელოვანია“, რომელიც ეხებოდა აქტივიზმის, ადვოკატირების და საზოგადოებრივი კამპანიების ორგანიზების საკითხებს.
განხორციელებული პროექტის შედეგად, პლატფორმა სალამი აღნიშნავს, რომ ტრენინგში ჩართულმა 30-მდე ახალგაზრდამ, გააგრძელა პლატფორმა სალამთან თანამშრომლობა და მოხალისეობრივად ეხმარებიან მათ სხვადასხვა აქტივობებში და საველე სამუშაოებში.
ახალი აზროვნების ინსტიტუტი
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახალი აზროვნების ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი, რომლის მიზანიც მათი ორგანიზაციული გაძლიერება გახლდათ. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ნობადობის გაზრდის მიზნით, ახალი აზროვნების ინსტიტუტმა შექმნა სამენოვანი ვებ-გვერდი: www.nti.ge და გაცნობითი სახის ვიდეო, სადაც საუბარია ორგანიზაციის მიზნებზე, მათ სერვისებსა და ძირითად საქმიანობებზე.
ორგანიზაციის თანამშრომლების განვითარებისათვის, ახალი აზროვნების ინსტიტუტმა თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგი „ორგანიზაციული საქმიანობის წარმოება და მედიასთან ეფექტური თანამშრომლობა“.
ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა თანამშრომლობითი წრის გაფართოება, რისთვისაც ორგანიზაციამ გამართა გაცნობითი
სახის შეხვედრები ცენტრალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც ისაუბრეს ორგანიზაციის მიზნებსა და განხორციელებულ საქმიანობებზე და განიხილეს სამომავლოდ ერთად მუშაობის
პერპექტივები.
იორმუღანლოს სათემო ცენტრი
საგრანტო კონკურსის ფარგლებში იორმუღანლოს სათემო ცენტრმა განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თემის მდგომარეობის მოკვლევას და კვლევიდან გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირებას ადგილობრივ თვითმმართვლობასთან.
პროექტის ფარგლებში იორმუღანლოს საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა თვისებრივი კვლევა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანოს თემის საჭიროებები, წუხილები და გამოწვევები“. კვლევის მომზადების პროცესში განხორციელდა, როგორც სამაგიდო მოკვლევა, ისე თვისებრივი მეთოდით (პირისპირ ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით) გამოიკითხა ადგილობრივი ეთნიკური მოსახლეობა. კვლევიდან გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით კი დაიწყო ადვოკატირების კამპანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ადგილობრივი თემის ჩართულობის გაზრდის მიზნით და ფართო საზოგადოებისთვის თემის საჭიროებების გასაცნობად მომზადდა ბლოგები და ვიდეო ბლოგები, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები საუბრობენ მათ საჭიროებებსა და წუხილებზე. ამის გარდა, საინიციატივო ჯგუფის სურვილია ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერება, ერთმანეთთან დაახლოება და მათი ჩართვა თემის ადვოკატირების პროცესებში. ამისთვის, საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა სხვადასხვა საკითხებზე მცირე ტრენინგები ადგილობრივ ახალგაზრდებთან.
Girlz Wave
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორგანიზაცია გრლზვეივმა განახორციელა ინიციატივა „Connecting Grlz“, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციული მენეჯმენტის სრულყოფის პარალელურად, Grlzwave-ის ოფისის უსაფრთხო სივრცედ ქცევას და სამიზნე ჯგუფების გაძლიერებას რეკრეაციულ-შემეცნებითი რესურსითა და სოციალიზაციის შესაძლებლობით.
ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა ორგანიზაციის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რამაც საშუალება მისცა GrlzWave-ის გუნდს პოზიტიური ცვლილებები დამდგარიყო მენეჯმენტში. ამის გარდა, ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და ჯგუფის გაძლიერების და ერთმანეთთან სოციალიზაციის მიზნით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება, რასაც მონაწილეების მხრიდან მოყვა პოზიტიური უკუკავშირი.
საინიციატივო ჯგუფი „სკოლების დეპოლიტიზება“
საგრანტო კონკურსის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფმა „სკოლების დეპოლიტიზება“ განახორციელა ინიციატივა „მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში“, რომელიც გულისხმობდა შეექმნათ რეგიონული ნდობის ჯგუფების კოორდინირებული და სტრუქტურულად კარგად გამართული მუშაობის პრეცედენტი და გაეზარდათ რეგიონული კოორდინატორების მიმართ ცნობადობა და ნდობა.
ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი მასწავლებლებისთვის, სადაც მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთი საკონკურსო ნაშრომები განათლების მნიშვნელობასა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. კონკურსის პარალელურად ტარდებოდა საორგანიზაციო შეხვედრები კონკურსში ჩართულ მასწავლებლებთან, სადაც საუბრობდნენ სკოლების დეპოლიტიზების მნიშვნელობაზე. ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ნდობის ჯგუფების წევრებმა და კონკურსის გამარჯვებულებმა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
პლატფორმა კომენტარი
სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) საგრანტო კონკურსის ფარგლებში პლატფორმა კომენტარმა განახორციელა ინიციატივა „კომენტარი ხალხისთვის“, რომელიც გულისხმობდა ახლად დაარსებული საინფორმაციო და ანალიტიკური ონლაინ პლატფორმის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას.
ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა პლატფორმის კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც განისაზღვრა პლატფორმის იდენტობა, სტრატეგია და სამიზნე აუდიტორია. პლატფორმის ცნობადობის გაზრდის მიზნით პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლები საქართველოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ განახორციელა ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა პლატფორმის აქტივობების ხილვადობის გაზრდას და მის პოპულარიცაზიას.
იმისათვის, რომ ფოთში არსებული პრობლემების მასშტაბის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, გაეზარდა პლატფორმის მიმართ ნდობა და მოეხდინა პრობლემის აქტუალიზაცია, პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში შეიმუშავა საკომუნიკაციო სტრატეგია, გააანალიზა სამიზნე
You must be logged in to post a comment.