საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტიანობის ლაბი
ეფექტიანობის ლაბი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეხმარება შესრულების მონიტორინგისა და გავლენის შეფასების საკითხებზე კარგი პრაქტიკის დანერგვაში და აღნიშნული მიმართულებით ცოდნისა და უნარების გაღრმავებაში. ამ მიზნით დაგეგმილია არსებული პრაქტიკის სიღრმისეული შესწავლა და არსებულ საჭიროებებზე მორგებული დისტანციური თვითმმართული კურსების შეთავაზება. კურსი ” გავლენის შეფასების მეთოდები სამოქალაქო საზოგადოებისთვის” ხელმისაწვდომი იქნება 2022 წელს.
წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მცირე გრანტები და საკონსულტაციო მხარდაჭერა ორგანიზაციის ბაზაზე შეფასებისა და მონიტორინგის კონკრეტული მეთოდებისა და პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
You must be logged in to post a comment.