კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით, 2019 წლის 18-19 სექტემბერს, ჩატარდა რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმო პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) შედეგების წარდგენასა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული გამოყენებითი კვლევების პრეზენტაციებს.
გამოყენებით კვლევებში:
- იდენტიფიცირებულია ფუნქციური რეგიონები
- გამოვლენილია მიზიდულობის ცენტრები
- გაანალიზებულია კონკურენტული უპირატესობის მქონე ეკონომიკური დარგები
- წარმოდგენილია რეკომენდაციები რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.
კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდა მასტერკლასი უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მკვლევარებისთვის რეგიონული პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის განხილული იქნა ფუნქციური რეგიონების იდენტიფიცირებისა და კონკურენტული ეკონომიკური დარგების გამოვლენის მეთოდოლოგიები.
მასტერკლასს უძღვებოდნენ სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ფონდებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში.
You must be logged in to post a comment.