“მეწარმეობის სწავლება სკოლებში (PEERS)” არის სკოლა-ლაბის ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ვიშეგრადის ქვეყნებში მეწარმეობის სწავლებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებებისა და პრაქტიკების გაზიარებასა და ჩვენს ქვეყანაში დანერგვას.
გრძელვადიან პერსპექტივაში ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებში მეწარმეობის სწავლების მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის სამეწარმეო უნარების მქონე ადამიანური კაპიტალის რაოდენობას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური და მონაწილეობითი მიდგომით მეწარმეობის სწავლების შესახებ ძირითადი რესურსების შემუშავება, მასწავლებლებისა და განათლების სპეციალისტების კომპეტენციების ამაღლების კუთხით აქტიური მუშაობა, პოლიტიკის დონეზე რეკომენდაციების შემუშავება და ასევე, აქტიური ადვოკატირების კამპანიის წარმოება.
“მეწარმეობის სწავლების პოტენციალი სკოლებში (PEERS)” ინიციატივა დაფინანსებულია ვიშეგრადის ფონდის მიერ International Visegrad Fund.
პროექტის პარტნიორები არიან:
- MeOut Association MeOut
- Centrum pro podporu podnikání a zaměstnanosti, z.ú Centrum pro podporu podnikání a zaměstnanosti
- Združenie Mladých Maďarských Podnikateľov na Slovensku o.z
You must be logged in to post a comment.