„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.
დავით კუხიანიძეს ყოველთვის სურდა საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაწყება. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ის მივიდა დასკვნამდე, რომ კვების პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნესი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და პერსპექტიული. ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების მერე მან გადაწყვიტა ხელი მოეკიდებინა წიწილების წარმოებისთვის თავის სოფელ ზოვრეთში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). ნაწილობრივ საკუთარი დანაზოგით, ნაწილობრივ ოჯახისა და მეგობრების დახმარებით დავითმა შეძლო ფერმის კაპიტალური შენობის აშენება, მაგრამ შიდა მოპირკეთებისა და მოწყობილობის შესაძენად სახსრები აღარ ეყო. როცა მან გაიგო მცირე ბიზნესის განვითარების პროექტისა და საგრანტო კონკურსის შესახებ, ის მიხვდა, რომ ეს მისი შანსი იყო. დავითმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში, გაიმარჯვა და მიიღო საჭირო აქტივების შესაძენად აუცილებელი თანხა. მისი ბიზნესი გულისხმობს ერთდღიანი წიწილების გაზრდას, რის შემდეგაც ფრინველი მუშავდება ზესტაფონის სასაკლაოზე და შედის სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე.
თავიდან დავითის მყიდველთა წრე არც ისე სწრაფად იზრდებოდა, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ თავისი პროდუქციისთვის რეპუტაცია შეექმნა მაღალკონკურენტულ ბაზარზე. მაგრამ დღესდღეობით მან უკვე გააოთხმაგა წარმოება, თუ ადრე ერთ ციკლზე 500 წიწილს ზრდიდა, ახლა მათი რიცხვი უკვე 2000 აღწევს. ბიზნეს-სტრატეგიის სრულყოფაში მას არსებითად დაეხმარა პროექტის მიერ შეთავაზებული ტრენინგები და სასწავლო სესიები, რომლებიც მიმართულია მხარდაჭერილ მიკრომეწარმეთა პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. ამჟამად დავითი მუშაობს თავისი ბიზნეს-პროცესების შემდგომ სრულყოფაზე, კერძოდ, სურს შეამციროს უქმე დღეების რაოდენობა წიწილების პარტიებს შორის.
მიმდინარე წლის დასაწყისში დავითი დაუკავშირდა საბითუმო სავაჭრო კომპანიას „ჯიბე ქეშ & ქერი“ და ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა ქათმის ხორცით მომარაგების შესახებ. მის შემდგომ გეგმებშია საკუთარი ბრენდის შექმნა და მაღაზიის გახსნა.
როგორც პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი მრავალი სხვა მეწარმე, დავითი აღნიშნავს: „დიდი მადლობა მცირე ბიზნესის განვითარების პროექტს და მის დონორს bp-ს, რადგან ეს პროექტი რეალური ეხმარება ადამიანებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრებას.“
You must be logged in to post a comment.