ვორქშოფი “სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“
1-3 ნოემბერს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში პოლონური ორგანიზაცია „Shipyard”-ის ექსპერტებთან ერთად ჩატარდა ვორქშოფი “სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“. ვორქშოფი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური ინოვაციის არსი, კონცეფცია და მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში; სოციალური ინოვაციების განხორციელების ციკლი და მასშტაბირება; ორგანიზაციის შიგნით სოციალური ინოვაციების აღმოჩენა, მხარდაჭერის მექანიზმები და დაფინანსების შესაძლებლობები;
ვორქშოფის მონაწილეები ასევე გაეცნენ სოციალური ინოვაციების გავლენის შეფასების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს და განიხილეს სოციალური ინოვაციების და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკული მაგალითები. ვორქშოფი ტარდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.ვორქშოფის მონაწილეები ასევე გაეცნენ სოციალური ინოვაციების გავლენის შეფასების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს და განიხილეს სოციალური ინოვაციების და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკული მაგალითები.
ვორქშოფი ჩატარდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.