მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ”დონაციის მოძიებისა და გაცემის პრაქტიკის კვლევის” ანგარიშს, რომელიც მოამზადა ”ეისითი კვლევამ” კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრისთვის ”CTC”.
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა (1) ბიზნესკომპანიების გამოცდილების შესწავლა ფინანსური რესურსების გაცემასთან, კერძოდ სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული სფეროების დაფინანსებასთან დაკავშირებით და (2) საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილების შესწავლა დონაციების მოძიების კუთხით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა თვისებრივი კვლევა, ჩაღრმავებული ინტერვიუს ტექნიკის გამოყენებით. კვლევის პროცესში მოხდა ბიზნესკომპანიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა. სულ პროექტის ფარგლებში ჩატარდა 12 ინტერვიუ.
კვლევა მიმდინარეობდა 2009 წლის თებერვალსა და მარტში.
You must be logged in to post a comment.