12 დეკემბერს, საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ ფარგლებში,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია – “ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოება”.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოწვეული ლექტორის იოსებ გაბარაევის ლექცია – სემინარს ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე, ხოლო მეორე ნაწილი – სტუდენტების ჯგუფურ სამუშაოს და დისკუსიას.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ურთიერთქმედებებს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს / ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის, მათ შორის: თანამშრომლობა – ბიზნესის სოც. პასუხისმგებლობა, კორპორატიული ფილანთროპია, საქველმოქმედო ფონდები; დაპირისპირება და ოპონირება – გარემოსდაცვითი საკითხები, მშრომელთა უფლებები და ა.შ.
ლექციის მეორე ნაწილის განმავლობაში სტუდენტებმა ჯგუფებში იმუშავეს კონკრეტულ სასწავლო მაგალითებზე, წარმოადგენს საკუთარი დასკვნები და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაშიც სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
საუნივერსიტეტო კურსი შეიქმნა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. მისი მიზანია ახალ თაობას საშუალება მისცეს სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღოს სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო, შეიქმნა დამატებითი საკითხავი ლიტერატურა და იგეგმება დამატებითი ღონისძიებები კურსში ჩართული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
You must be logged in to post a comment.