კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამა აცხადებს მიღებას სკოლის კონსულტანტის შერეული (ჰიბრიდული) ფორმატის სასერტიფიკაციო კურსზე.

შერჩეული მონაწილეებისთვის სწავლება უფასოა. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე (სექტემბერი-ნოემბერი 2023).

კურსი ხორციელდება სკოლა-ლაბის პროექტის – „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ პირველი ფაზის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/rHZ49

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა : https://shorturl.at/dpqsN  და დაურთონ თავიანთი პროფესიული რეზიუმე. წარდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისი, 2023.  დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება.

გასაუბრების ეტაპზე გადასულ აპლიკანტების სკოლა-ლაბი დაუკავშირდება არაუგვიანეს 15 ივლისისა, 2023.

.