სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის გზით სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. პროგრამა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
  1. სტარტ-აპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და გაუმჯობესება;
  2. სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება;
  3. კონკურსისა და აქსელერაციის პროგრამის გზით ინოვაციური იდეების დაფინანსება და სოციალური საწარმოების მხარდაჭერა.
სოციალური ინოვაციების პლატფორმა პროგრამის პირველი ფაზის დასრულების შემდგომ მხარს უჭერს 10 სოციალურ საწარმოს, რომლებიც ოპერირებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.