წინამდებარე კვლევის მიზანია  2009 წელს ინიცირებული ეროვნული უმცირესობების უმაღლესი განათლების საშეღავათო პოლიტიკის განხორციელების შეფასება. კვლევა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის” [PITA] პროგრამის ფარგლებში