წარმოდგენილი სახელმძღვანელო ტრენინგის კურსის ,,საჯარო პოლიტიკის შემუშავება და ანალიზის” დამხმარე საკითხავი მასალაა. სახელმძღვანელოს სტრუქტურა იმეორებს კურსის სასწავლო გეგმას და კურსის მონაწილეს საკითხის შესწავლაში ეხმარება.

სახელმძღვანელოს მიზანია დეტალურად წარმოადგინოს საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის ძირითადი თეორიული ბაზა და პოლიტიკის ჩამოყალიბების სხვადასხვა ინსტრუმენტი.

სახელმძღვანელო, შეძლებისდაგვარად, მოიცავს ყველა იმ ძირითად საკითხს, კონცეფციას და თეორიულ მიდგომას, რომელიც დღეს მეტად აქტუალურია პოლიტიკის ანალიზის დისციპლინისათვის.

იხილეთ სახელმძღვანელო >>